სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელწოდება:''ილია ჩვენთვის წარსული არაა'
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით
ილია ჭავჭავაძის ღვაწლისა და შემოქმედების საფუძვლიანად გაგება და გაანალიზება.
3.პროექტის აქტუალობა:პროექტის აქტუალობა განისაზღვრება იმით,რომ მოსწავლეებმა გაიგონ,გაიაზრონ და შეაფასონ ილია ჭავჭავაძის მისია ქართველი ერის წინაშე.ადამიანის,რომელიც ქართველ ხალხს უფალმა ჭეშმარიტ მხსნელად და მეოხად მოუვლინა.პროექტი,განსაკუთრებულად აქტუალურია მე-11 კლასში,სადაც სწავლობენ ილიას შემოქმედებას.ვფიქრობ, ამ პროექტის შემდეგ შეიცვლება თითოეული მოსწავლისა და,ზოგადად,კლასის ცოდნა,უნარები და დამოკიდებულება შესასწავლ თემასთან მიმართებაში.
4.პროექტის მიზანი:.მოსწავლე შეძლებს საჯარო მოხსენების მომზადებას.პროექტზე მუშაობა განუვითარებს ინფორმაციის მოძიების,დამუშავება-ანალიზის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს,მიიღებენ პროექტზე მუშაობის გამოცდილებას.
5.მონაწილეთა ასაკი:17
6.ვადები ხანგრძლივობა:ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.:მოსწავლეები ,შექმნიან კედლის გაზეთს,გააკეთებენ ვიდეორგოლს.მოაწყობენ გამოფენას,სადაც წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის ცხოვრების ამსახველი ფოტოები,წერილები.კრებულები.
8.პროექტისათვის საჭირო რესურსი:წიგნები,თაბახის ფურცლები,კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი.ფოტოაოარატი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირიტადი აქტივობები): ა)გუნდის ყველა წევრს დაევალა ილიას ბიოგრაფიული მასალების შეგროვება და დამუშავება.
ბ)გუნდის კაპიტანს დაევალა წარმოადგინოს საკონფერენციო თემა :ილია და საქართველო"
გ)პირველ ჯგუფს დაევალა წარმოადგინოს მასალები :''ილია და საადგილმამულო ბანკი"
დ)მეორე ჯგუფს დაევალა წარმოადგინოს ილის წერილები.
ე)ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმის დათვალიერება.
10.საგნებთან-ჯგუფებთან ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართXI.1.მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას(ზეპირი გამოსვლა)კონკრატული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
ქართXI.5.მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს მათში ასახული ინფორმაციის,ტემების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
11.პროექტის ხელმძღვანელი.:ირინე გორგაძე
12.ელ-ფოსტა:irinegorgadze2@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)
-
გაკვეთილის გეგმა-,,ხევისბერი გოჩას გასამართლება "
No comments:
Post a Comment